: საქართველოს დროშები და გერბები - 12 ოქტომბერში 2010 - S /\ K /\ | F O2.UCOZ.CO/\/\
{reklame}
Навигация
База знаний
База знаний Windows 7
Google
реклама
Кто на сайте
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Опросы
რა დავდო?

Архив
Результаты
Всего голосовало: 201
реклама
{sape_links}
Главная » 2010 » ოქტომბერი » 12 » საქართველოს დროშები და გერბები

1:53 PM

ეს ალბათ ყველას დაგაინტერესებთ

სახელმწიფო დროშა ეროვნული დამოუკიდებლობის გამომხატველი სიმბოლოა. ერის ისტორიაში მას უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება ეკისრება.

ძველი ქართული სახელმწიფო დროშები ჩვენი ერის ისტორიული წარსულის მრავლისმეტყველი დოკუმენტებია. ტერმინი „დროშა" ქართულ წერილობით წყაროებში IX საუკუნიდან გვხვდება, მაგრამ იგი უფრო ადრე უნდა გაჩენილიყო. დროშის ტარს ეწოდება „ძელი" ან „ბუნი", ტარზე შებმულ ტილოს კი „ალამი".

დროშები სხვადასხვაგვარი იყო. არსებობდა სახელმწიფო დროშა, საეკლესიო, ლაშქრის (ლაშქრის ცალკეულ რაზმებსაც თავიანთი დროშები ჰქონდათ). სახელმწიფო დროშას სამეფო დროშა ეწოდებოდა და იგი ძალაუფლების სხვა ნიშნებთან ერთად მეფისაგან ტახტის მემკვიდრეს გადაეცემოდა. სახელმწიფო დროშას ქართველები სეფე-დროშასაც უწოდებდნენ. იგი ორგვარი ყოფილა: დიდი დროშა და პატარა დროშა.

დიდი დროშა განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოჰქონდათ. მაგალითად, მეფის კურთხევის ან დაქორწინების დროს, ლაშქრობებშიც მეფეს ეს სახელმწიფო დროშა მიჰქონდა.

პატარა დროშა აღმართული იყო მეფის სასახლის თავზე, ასევე, წირვალ-ლოცვების დროს ტაძარში.

XI-XVI საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროები ქართულ სახელმწიფო დროშას იხსენიებენ, როგორც „გორგასლიან და დავითიანს... ბედნიერად ხმარებულს, დროშას სვიანს". იგი იყო ერთიანი საქართველოს შემაკავშირებელი, მისი სიძლიერისა და სიამაყის გამომხატველი. ეს დროშა ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდიოდა.

საქართველოს „გორგასლიანი და დავითიანი" სახელმწიფო დროშა თეთრი ფერისა ყოფილა, რომელიც წითელ ბუნზე იყო მიმაგრებული, ბუნი ჯვრის გამოსახულებით სრულდებოდა. არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა გიორგის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები, ქართული სახელმწიფო დროშით.

XIV საუკუნეში ბარსელონაში გამოქვეყნდა ერთი კატალონელი ბერის მიერ შედგენილი მსოფლიო ქვეყნების ატლასი, სადაც ქართული დროშებიცაა აღწერილი. ამ აღწერილობით, ქართული დროშის ალმის თეთრ ფონზე მთელ სიგრძე-სიგანეზე შინდისფერი ჯვრის სწორი ხაზებია გამოსახული, რომელთა კუთხეებშიც ასევე პატარა ჯვრებია ჩახატული. სავარაუდოდ, ასეთი დროშა XIII საუკუნიდან უნდა წარმოშობილიყო.

XIII-XIV საუკუნეებში თეთრი ალმის გვერდით ჩნდება შავიც. ფიქრობენ, რომ იგი დავით ნარინმა შემოიღო დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების შემდეგ.

XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის პერიოდიდან დროშათა ნარისახეობაც გამრავლდა. ქართლის სამეფო დროშა მოწითალო შინდისფერი გახდა. დასავლეთ საქართველოში კი დამკვიდრდა თეთრი დროშა.

 

„გორგასლიანი და დავითიანი" დროშა XIX საუკუნემდე არსებობდა და იგი ქუთაისის სამეფო ზარდახანაში ინახებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ახალციხის ბრძოლის დროს იგი თურქებს ჩაუგდიათ ხელში და გაუტაცნიათ.

1801 წელს შეწყდა საქართველოს დამოუკიდებლობა. რუსეთმა აქ თავისი მმართველობა დაამყარა და ქართულმა დროშამაც არსებობა შეწყვიტა. შეიქმნა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, რომელთაც ეროვნული დროშის ნაცვლად რუსული საგუბერნიო დროშები მისცეს.

მეფის რუსეთის ბატონობის 117 წლის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა დაიბრუნა სახელმწიფოებრიობა და თბილისში აღიმართა ეროვნული, სამფეროვანი (შინდისფერი დროშა თავში შავი და თეთრი ზოლებით) დროშა. მაგრამ სულ მალე საქართველომ კვლავ დაკარგა დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკად იქცა. მას თავისი, საბჭოთა დროშა მისცეს. ეს იყო წითელი დროშა, ცისფერი ზოლითა და ცისფერი მზით, რომელშიც ნამგალი და ურო იყო ჩახატული.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა. სახელმწიფო დროშად კვლავ სამფეროვანი დროშა აღიარეს. დღეს კი სახელმწიფო დროშად აღდგენილია ერთ-ერთი ძველი ქართული დროშა - თეთრ ალამზე ხუთი წითელი ჯვრით.


Просмотров: 3005 | Добавил: dato | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 2

Сообщение  * 2   Написал: გიორგი (2011-09-16) [Материал] 2011-09-16
0  
საქართველოს ისტორიული დროშის შესახებ იხ. წიგნი –

გიორგი მაჭარაშვილი, დროშა გორგასლიანი

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000904/

ან ამ მისამართზე

http://www.scribd.com/doc/62219133/გიორგი-მაჭარაშვილი-დროშა-გორგასლიანი
1   Написал: dato (2010-10-12) (dato) [Материал] 2010-10-12
0  
tu mogewonat daakomentaret ar dagezarot
Посетители, находящиеся в группе Гость, не могут оставлять комментарии в данной новости.   Посетители, находящиеся в группе Гость, не могут оставлять комментарии в данной новости.
[ Регистрация | Вход ]