:
9:31 AM | |
მაგრამ ის რომ ქართულ ენას ფასი ეკარგება. რატომ უნდა ვაბარო ინგლისურად გამოცდები, რატომ უნდა ვუყურო ფილმებს ინგლისურად, რატომ უნდა ასწავლიდნენ პირველივე კლასიდან ინგლისურს, რატომ უნდა იყოს მთელს ქალაქში ინგლისურად წარწერები?! ქართულ ენა ამ ყველაფრის შემდეგ უფასურდება, ეს კი ქართველობასთან პირდაპირ კავშირშია. ბევრისთვის შეიძლება სასაცილოც იყოს რასაც ვწერ, მაგრამ მე სხვაგვარად ვფიქრობ! იგივე მასწავლებლების ჩამოყვანა უცხოეთიდან. დამეთანხმებით რომ საქართველოშიც ბევრი ინგლისურის სპეციალისტი გვყვავს და თავისუფლად შეიძლებოდა მათი დასაქმება, მაგრამ ქართველები არიან და სხვა ტრადიციებს ვერ დანერგავენ უცხოელებისგან განსხვავებით. მე თუ არასწორს ვლაპარაკობ მაშინ პატრიარქის ქადაგებას დავაკოპირებ და აქედან მაინც გამოიტანეთ აზრი..! პატრიარქმა ქართველ ხალხს ქართული ენის დაცვისკენ მოუწოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველ ხლხს ქართული ენის დაცვისკენ მოუწოდებს. ქართული ენის მნიშვნელობაზე პატრიარქმა დღეს, საკვირაო ქადაგების დასრულებისას ისაუბრა. “მინდა ვისაუბრო იმ ფასეულობებზე, რომელიც უნდა შევინახოთ. უპირველეს ყოვლისა ეს არის მართლმადიდებლური სარწმუნოება, ქართული ენა, კულტურა, ლიტერატურა, პოეზია”,-აღნიშნა უწმინდესმა. პატრიარქის განცხადებით, ქართული ენა უძველესი, უტკბილესი, განსაკუთრებული მადლით მოცული ენაა. მისი შეფასებით, ქართული ენა განსაკუთრებით მდიდარია ფილოსოფიური ტერმინებით. პატრიარქის განცხადებით, წინასწარმეტყველების მიხედვით, მეორედ მოსვლის ჟამს განკითხვა სწორედ ქართული ენით მოხდება. “უკანასკნელ ჟამს კაცობრიობა დაკარგავს სარწმუნოებას, ჩაფლული იქნება ცოდვაში, ქართველი ადამიანი კი, შეინახავს თავის სარწმუნოებას და სწორედ ამის გამო განკითხვა მოხდება ქართული ენით”,-აღნიშნა ილია მეორემ. უწმინდესის განცხადებით, ყველა ქართველმა უნდა იცოდეს სამივე დამწერლობა, ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. პატრიარქს მიაჩნია, რომ სახელმწიფო დაწესებულებებზე, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მათი სახელწოდებები სამივე დამწერლობით უნდა იყოს გაკეთებული. წყარო : http://www.presa.ge/new/?m=news&NID=914 და ბოლოს ჩემი თხოვნა იქნება ეს სიტყვები გაავრცელოთ. ვისაც ქართულ ენაზე, კულტურაზე და საქართველოზე პატარათი გული მაინც შეგტკივათ. დადეთ სხვადასხვა ფორუმებზე და გავაგებინოთ ყველას, თორე ჩვენი საქმე მართლა ცუდად იქნება !!! | |
Просмотров: 1869 | Добавил: dato | Рейтинг: 0.0/0 | |
Всего комментариев: 6 | ||
+1
|
Martali Xart da vetanxmebi statiis avtors es yvelaferi xels uyobs wartuli enis gadagvarebas!!!
-------------- Комментарий --------------
|
martalia aba ra aris unda gavuprtxilden chvens ers da enas chemi azrit saqartveloshi arc chinelebi da sxva erovnebis adamiani ar unda iyos :)
-------------- Комментарий --------------
|
martali xar davit :( qartvelebi patriotobaze rom vdebt tavs da vambobt ese gviyvars saqartvelo da iseo enac unda shevinarchunot da SPICHKIT SEMICHKIT da aseti ragaceebit agar vilaparakod.
-------------- Комментарий --------------
|
absoloturad vetanxmebi staattis avtors rom cudadaa chveni saqme, aravin aravis ushlis inglisuris, franguli , germanuli enebis swavlas piriqit auculebelicaa magram chven qveyanashi qartuli pirveli ena unda iyos da ara inglisuri :) mokled da konkretulad isev chven unda gadavarchiot qartuli ena mamuli da sarwmunoeba sxva aratu ar dagexmareba amashi piriqit xelsac shegvishlis :)
-------------- Комментарий --------------
|